logo
ENG


სააკაშვილი: ერთადერთი გამოსავალია, ხალხმა ჩაკეტოს ოცნების მთავრობა
  • 2269ნახვები
სრულიად აბსურდული, არალოგიკური და რა თქმა უნდა, თავისი ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა. მოიცა, სილამაზის სალონებს არ კეტავთ, არც უნდა დაკეტოთ და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი. როგორაა, რომ 24-ში ისევ გაიღება? ესე იგი ახალ წელზე, არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე? რამე საგზური აქვს აღებული? თუ სულ სხვა რაღაცაა, რომ გინდათ ახლა სასწრაფოდ, კონტრაბანდულად შეიყვანოთ თქვენი არალეგიტიმური, უკანონო პარლამენტი, დანაშაულებრივი გზით დანიშნული და ამისთვის გჭირდებათ და ხალხი ფეხებზე გკიდიათ. ის 10 მილიარდი სად წავიდა რომელიც თქვენ აიღეთ?! ეს კაპიკები რომელსაც ხალხს უგდებთ ეს არის 10 მილიარდის ხარჯვა?! ეს თანხა გახარჯეთ თქვენს ტენდერებზე, თქვენს ბიზნესებზე. მთავრობას უნდა, ჩაკეტოს ხალხი. ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე პარალელურად ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ვიდეომიმართვისას ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მთავრობის მიერ დაწესებულ ასამოქმედებელ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა