logo
ENG


თამარ გაბუნია: ვაქცინა დღესვე რომ იყოს, მოსახლეობის დიდი ნაწილი მას ხვალვე არ გაიკეთებს
  • 1723ნახვები

ვაქცინა დღესვე რომ გვქონდეს ხელმისაწვდომი, ყველას გვესმის ის ამბავი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხვალვე არ მოვა მის გასაკეთებლად. ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ არის. ბევრ ქვეყანაში ისმის ბევრი კითხვა ვაქცინის მოსალოდნელ სარგებელთან და შესაძლო გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება მისი გრძელვადიანი შედეგები. ამაზე მეცნიერები გვპასუხობენ, მაგრამ ამასაც სჭირდება კომუნიკაცია.

ვაქცინა ჩვენთვის დღეს არის, გარკვეულწილად, იმედის სხივი და ეს არის ამ ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი. ამდენად, ვმუშაობთ ყველა დონორ ორგანიზაციასთან, რომ ერთის მხრივ, "კოვაქსის" ინოვაციის ფარგლებში ჩვენთვის უკვე განკუთვნილი 20%, 700 ათასი დოზა მივიღოთ მაშინ, როგორც კი "კოვაქსი" ვაქცინების განაწილებას დაიწყებს. ასევე, ვმუშაობთ ინდივიდუალურად, წარმატებულ კომპანიებთან, რომ ვაქცინა შემოვიდეს დროზე და აქ იქნება საჭირო ყველას აქტიური ჩართულობა იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი ეფექტურად წარიმართოს

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა