logo
ENG


ჯაფარიძე: ქვეყანა დაუმორჩილებლობის ტალღამ უნდა მოიცვას, რეგულაციას არავინ უნდა დაემორჩილოს
  • 1710ნახვები

უნდა მოიცვას (დაუმორჩილებლობის ტალღამ ქვეყანა), არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს არავინ. იმიტომ, რომ გასაგებია რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ასევე დევს ადამიანების სიცოცხლეებიც და ამ ადამიანებმა რა ქნან? ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები. იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც. ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. მე თუ არ მინდა არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები - თუ მეშინია კოვიდის თუ ასეთი პასუხისმგებლობით ვუყურებ საკუთარ სიცოცხლეს, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები, შესაბამისად, კოვიდი მე ვერ გადმომეცემა, მაგრამ ეს ადამიანებს არ შეუძლიათ. ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე თუ დარჩნენ, დარჩებიან მშივრები. სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს, ეგეთი ხელისუფლება ბოროტებაა

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა