დარწმუნებული ვარ, რომ რაც დრო გავა, ამ კრიზისის შედეგად ყველა საქართველოს მეგობარი ქვეყნის მთავარი პოზიცია იქნება ერთი და იგივე, საბოლოო ჯამში, რომ საფრთხეს ამ ქვეყანას, მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და დამოკრატიას და მათ შორის ამ ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს უქმნის ივანიშვილი და მისი გარემოცვა, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ამ პროცესში ზოგიერთი მათი პოზიცია იქნება ჩვენთვის მცდარი და ასეთი მცდარი პოზიციაა ამ ვითარებაში პარლამენტში შესვლა, ჩვენი აზრით.
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ლელოს ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრამდე მედიასთან კომენტარს აკეთებს.