logo
ENG


ტიკარაძე: საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჩანასახობრივ პერიოდში იმყოფება
  • 1463ნახვები

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსი ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის, არამედ მთლიანად სახელმწიფოების. საქართველოსთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც ჯერჯერობით ჩანასახობრივ პერიოდში იმყოფება, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედიასაშუალებებისგან იმისათვის, რომ დროულად იქნას ამოცნობილი და აღიარებული ყველა ის პრობლემა, რომელიც სისტემაში არსებობს და მათზე საჭიროა დროული რეაგირება, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა