logo
ENG


უგულავა: მამაძაღლობები მიდის, თუ შესვლა გინდა, გამოდი, თქვი და შედი
გიგი უგულავა
07 დეკ, 2020 23:21
უგულავა: მამაძაღლობები მიდის, თუ შესვლა გინდა, გამოდი, თქვი და შედი
  • 3452ნახვები

ვხედავთ, რომ ზეწოლაა, იქიდან, აქედან ექაჩებიან და რაღაცა მამაძაღლობებს ვხედავთ. არ დავფარავ, მამაძაღლობები მიდის, ხალიჩის ქვეშ მამაძაღლობები მიდის. გამოდით და თქვით, რომ მე მინდა შესვლა და შედით. შედი, ოღონდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა შენ თავად აიღე იმაზე, რასაც... მომდევნო 4 წელიწადი, ქუჩაში გამვლელი ადამიანი თვალებში რომ შეგხედავს და შეგაფურთხებს, უნდა დახარო თავი და კი ბატონო, ჩემი იპოთეკის პრობლემა მქონდა და შევედი პარლამენტში, შედი. თუ მარტო იპოთეკის ჭმუნვაა ეს ქვეყანა და აბა, მე სახლში დავჯდე და ხაჭაპური ვაცხო, მაშინ შედი. უბრალოდ, მაშინ შენი ხაჭაპური და არც შენი პოლიტიკა არავის მოუნდება. ერთი თვე ადამიანებს ეუბნები გაყალბდაო და ახლა შეიძლება, რაღაცა ყანყალი... როგორ შეიძლება ასეთ დროს ყანყალი

თქვა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტვ პირველის ეთერში. ახალი მოწვევის პარლამენტი რამდენიმე დღეში უნდა შეიკრიბოს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია საჯაროდ უარს ამბობს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დარჩენილ დროში ეს შეიცვლება.



ასევე ნახეთ
close დახურვა