logo
ENG


ხვიჩია ოპოზიციას: შემოდით პარლამენტში, დაგვეხმარეთ მიღწეული შეთანხმების აღსრულებაში
იაგო ხვიჩია
09 დეკ, 2020 17:01
ხვიჩია ოპოზიციას: შემოდით პარლამენტში, დაგვეხმარეთ მიღწეული შეთანხმების აღსრულებაში
  • 4150ნახვები

მოლაპარაკების მაგიდაზე ყველამ იცოდა პირველივე დღიდან, რომ ყველას ერთი და იგივე საკითხი არ აწუხებდა, სხვადასხვა საკითხი იყო, რომელიც ამ პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა ყოფილიყო. ალეკო ელისაშვილმა მისი პრიორიტეტი დაასახელა, მეც დავასახელე ცოტა ხნის წინ გირჩის პრიორიტეტი. სხვაც დაასახელებს ალბათ და მნიშვნელოვანია ეს, კარგი პროცესია.

მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, დაგვეხმარონ იმ შეთანხმების აღსრულებაში, რომელსაც მივაღწიეთ ქართულ ოცნებასთან. შემოვიდნენ პარლამენტში, დაუჭირონ მხარი და ამითი განვმუხტოთ ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც 20 ივნისის შემდეგ ამ ქვეყანაში არსებობს. ეს იქნება ჩემი საჯარო მოწოდება.

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მისთვის ოცნების მხრიდან უბარიერო პროპორციული წესით ყველა შემდგომი არჩევნების ჩატარების შემოთავაზება პარლამენტში შესასვლელად საკმარისია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა