logo
ENG


კალაძე: ფროიდს აქვს ნათქვამი - რომ იცოდეთ რა ძალა აქვს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო
კახა კალაძე
16 დეკ, 2020 11:30
კალაძე: ფროიდს აქვს ნათქვამი - რომ იცოდეთ რა ძალა აქვს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო
  • 2573ნახვები

რადგან შეუძლებელია ადამიანების მობილიზება და გარკვეულ რისკს წარმოადგენს არსებულ ვითარებაში, კონცერტები და ნაძვის ხის ანთება შესაძლებელი იქნება ტელეეთერებიდან ნახოთ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ რთულ ვითარებაში, თქვენი, ადამიანების განწყობა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და მხარი დაგიჭიროთ. ზოგადად ფროიდს აქვს ნათქვამი: "რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო". მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. მართლა ძალიან დიდი ძალა აქვს ჩვენს ფიქრებს. კარგად მესმის სირთულეები, გაჭირვება, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი სოლიდარობით, ერთად დგომით, ყველაფერს გადავლახავთ და მოვაგვარებთ.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა