logo
ENG


სააკაშვილი მის მმართველობაზე: ძლიერი სახელმწიფო მდივნები დისკოტეკებზე დაგვყავდა და მთებში
  • 1135ნახვები

საქართველოს წარმატებები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა, უბრალოდ, ჩარეცხეს. ის 9 წელი მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ვიყავით და ნახეთ, როგორი მონაცემები გვქონდა. ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში ბოლოს და ბოლოს.

ახლა გამოივლის გზად უკვე მოხსნილი პომპეო და უკანა თათებზე დახტიან, გვიხარიაო. სახელმწიფო მდივნები ჩვეულებრივად შემოივლიდენ ხოლმე, მოქმედი ძლიერი სახელმწიფო მდივნები და დისკოტეკებზე დაგვყავდა და მთებში.

ვერტმფრენით გადავაფრინე ერთხელ ერთი სახელმწიფო მდივანი, რუსების პოსტებს გადავუფრინეთ. CIA-ის დირექტორით, მეორე ადგილზე გადავუფრინე პოსტებს...ყველგან მომყვებოდენ ბრმად, არც კითხულობდნენ მათი პროტოკოლი... მერე გამომაცხადეს გიჟად და ეს იყო ნდობა, თანასწორობა, რისკზე მოდიოდნენ ჩვენი გულისთვის. 

განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მთავარი არხის ეთერში. მან მისი მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს წარმატება "ჩარეცხა".



ასევე ნახეთ
close დახურვა