logo
ENG


კობახიძე ოპოზიციაზე: მათ არ აქვთ არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი
  • 1562ნახვები

მათ არ აქვთ არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი. ჭადრაკის ენით რომ ვისაუბროთ, მათ ორი სვლა აქვთ, ერთი არის მათთვის ცუდი და მეორე - უარესი, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სვლა და ყველა არის კარგი არა მარტო ქართული ოცნებისთვის, არამედ ქვეყნისა და მისი სტაბილურობისთვის.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა, ანუ რამდენიმე ვარიანტი, მანევრი, რაზეც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ და ეს ყველაფერი ქმნის იმის გარანტიას, რომ პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული, იქნება მრავალპარტიული.

თქვა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს, პარლამენტში კი მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები არიან. 



ასევე ნახეთ
close დახურვა