logo
ENG


ფხაკაძე: თუ გავხსენით ქვეყანა, ისევ დაგვიბრუნდება ის ციფრები და გაიზრდება სიკვდილიანობა
  • 1220ნახვები

ძალიან კარგი ამბავია, რომ საქართველომ პიკი გაიარა, ეს შემიძლია ვთქვა, რაც ჩანს სტატისტიკიდან. ჯერ სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ახლა ფაქტია. ინფიცირების დონე დავარდა იმიტომ, რომ შეზღუდვებმა იმუშავა. ვისაც ჰგონია, რომ შეზღუდვები სისულელეა და არ გვჭირდება, აგერ ჩემო ბატონო, არის კონკრეტული შედეგი, რომ შეზღუდვები მუშაობს, მაგრამ შეზღუდვები არ არის საკმარისი. ჩვენ კი არ უნდა გაგვიხარდეს, რომ შეზღუდვებმა იმუშავა და უკვე გავხსნათ ქვეყანა, პირიქით, უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე. თუ ჩვენ გავხსენით ქვეყანა, ისევ დაგვიბრუნდება ის ციფრები და ისევ გაიზრდება სიკვდილიანობა.

თქვა ფორმულას გადაცემა კომენტარში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ. საქართველოს მთავრობა შეზღუდვების მოხსნას 24 დეკემბრიდან გეგმავს, თუმცა ზუსტი პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.



ასევე ნახეთ
close დახურვა