logo
ENG


სუბარი ოპოზიციაზე: პარლამენტში მათი ყოფნა ფასადური იქნებოდა
სოზარ სუბარი
24 დეკ, 2020 23:52
სუბარი ოპოზიციაზე: პარლამენტში მათი ყოფნა ფასადური იქნებოდა
  • 1002ნახვები

ბუნებრივია, სწორედ აზრთა დაპირისპირება ქმნის დემოკრატიას და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ოპოზიცია არის პარლამენტში. თუმცა, იმ ოპოზიციის ფონზე, რომელიც ჩვენ გვყავს, წამყვან ოპოზიციურ პარტიას და მის დანაყოფებს ვგულისხმობ, მართლა დისკომფორტი კი არ არის, ფასადური იქნებოდა მათი შიგნით ყოფნა. ისინი შიგნითაც და გარეთაც ერთი რამისთვის არიან მომართული - მავნებლობისთვის და რევოლუციური სცენარისთვის. ამისთვის შიგნით უკეთ ვერ მოემზადებოდნენ, ვიდრე გარეთ. თუმცა, გასაგებია, რომ როდესაც დემოკრატიული ქვეყანა ხარ, ლამაზად არ ჩანს, თორემ სუფთა ესთეტიკის თემაა და არა შინაარსის.

შინაარსობრივად ის ოპოზიცია არაფერს მატებს, თუმცა იქ არიან პოლიტიკური ძალები, რომელიც შეიძლება დიდად არ ვენდობოდე, თუმცა აქვთ რაღაც ხედვა, რომლითაც შეიძლებოდა მრავალფეროვნება შემოეტანათ პარლამენტში. დისკუსია ნორმალურ ოპოზიციურ ძალასთან ყოველთვის საჭიროა ხელისუფლებისთვის, ტონუსში გამყოფებს, მუდმივად ხარ მომზადებული, გიწევს ბრძოლა, რომ დაუმტკიცო შენი აზრის უპირატესობა და ძალიან ხშირად მიიღო მისი აზრიც, თუ მის წინადადებაში არის ჭეშმარიტება.

ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა იმედის ეთერში, გადაცემა "ნამდვილ რიცხვებში" განაცხადა.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტი, შეკრების დღიდან ერთპარტიულია. ქართული ოცნების დეპუტატმა დღეს, 24 დეკემბერს, მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამაც ერთპარტიულად დაამტკიცეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციამ, რომელიც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მანდატებზე უარი თქვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა