logo
ENG


ივანიშვილი: 8 წლის შედეგია მშვიდობა, კანონის უზენაესობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკა
  • 642ნახვები

რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, – ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, – ცხოვრება გამოაჩენს. 

დაწერა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილში, რომელიდ დღეს, 11 იანვარს გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ტოვებს როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს, ისე მთლიანად პარტიასაც. 



ასევე ნახეთ
close დახურვა