logo
ENG


ივანიშვილი: შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის მოტივაცია
  • 1343ნახვები

მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო.

გამოცემა Entrepreneur-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ფონდ ქართუსთვის ქონების ნაწილის გადაცემაზე ისაუბრა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა