logo
ENG


ივანიშვილი: საზოგადოება იმდენად დაბრძენდა, ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს ოცნებას
  • 1234ნახვები

ჩემი აზრით, იმდენად მომწიფდა ქართული საზოგადოება, იმდენი გამოცდილება მიიღო და იმდენად დაბრძენდა, რომ უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს ქართულ ოცნებას.  დღევანდელი ოპოზიცია ნახეთ აბა, თუ იცით რა უნდათ? ერთადერთი უნდა ქართულ ოცნებას ფეხები მოატეხონ, ამ დაუსაბუთებელი კრიტიკის იქით, უარგუმენტო... ოპონენტმა უნდა გაგაკრიტიკოს, ეს ამისთვისაა. შენ თუ ხარ ძლიერი, ამ კრიტიკას იყენებ საშენოდ და ასწორებ. ოპოზიციას აქვს უდიდესი როლი. თუ ეს როლი სრულად არ შესრულდა, ვერც პარტია განვითარდება და ქვეყანასაც დააკლდება. 

რა თქმა უნდა, დრო თავისას იზამს, უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ძალა გაჩნდება და ამას აჩვენებს საზოგადოებას, რომ უფრო კარგად და დალაგებულად, გააზრებულად შეუძლია ქვეყანა სწორი მიმართულებით ატაროს. ასეთი ოპოზიციაა სანატრელი, ქართული ოცნება რომ ოპოზიციაში იქნება ასეთივე მეთოდოლოგიით, ასეთივე განწყობით, როგორიც დღეს აქვს, რომ მოემსახუროს საკუთარ ხალხს, ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება. ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები რა თქმა უნდა, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება.

ამის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებლთან ინტერვიუში განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა