logo
ENG


ივანიშვილი სააკაშვილზე: გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი და კაცია
  • 1594ნახვები

ნახეთ ამ კაცის [მიხეილ სააკაშვილი] რეალური სახე დღეს, თუ არ გახდა ტყუპისცალი შალიკოსი. რასაც გინდა იმას იტყვის ეს კაცი. აბსოლუტურად, მთლიანად ნიღაბ მოხსნილია. ყოველ წელიწადს ასე გაუგებრად იქაჩება, რომ "ჩამოვალ". გაცილებით ღირსეულად მოიქცა თუ გნებავთ მერაბიშვილი [ვანო], მოიხადა ვალი და კაცია, გამოვიდა. მაგრამ აი ამაზე უარის მთქმელები გაჩნდებიან ჩემი აზრით ოპოზიციაში, ჩვენ ახალს მთვარიდან ვერავის მოვიყვანთ და ნაწილ ნაწილ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიცია, გაიგოს, რომ ძალადობაზე უარი უნდა თქვას. ძალადობდნენ ხელისუფლებაში რომ იყვნენ, ძალადობენ ახლაც, მეტი არაფერი იციან.

ამის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა