logo
ENG


ივანიშვილი ოცნებაზე: ერთმანეთის ოპონირებას ერიდებიან, ხათრი აქვთ
  • 788ნახვები

მე თვითკრიტიკა ძალიან მიყვარს. ჩემ გუნდს, რომელიც ძალიან მიყვარს და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორი მიმართულებით წაიყვანენ ქვეყანას, ისევ და ისევ ერთს ვურჩევდი, რომ კამათში მოდის ჭეშმარიტება. არ მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. შიდა გუნდში მაქსიმალურად უნდა მოხარშონ პრობლემა, ყველა კრიტიკული და კრიზისული სიტუაცია, მაქსიმალურად ყველა აზრი უნდა მოისმინონ შიგნით. ეს გამოცდილება აკლიათ ცოტა, ერთმანეთს ერიდებიან, ხათრი აქვთ, პატივისცემა აქვთ და ჰგონიათ, რომ იმან რომ თქვა იმის საპირისპირო არ უნდა თქვა. მე რაც შემეძლო ავუხსენი. თუ ამას გააკეთებენ, ძალიან ნიჭიერი ხალხია გუნდში დარჩენილი, გამოცდილებაც დიდი აქვთ, ლიდერებს შეგნებულად არ დავასახელებ.

ამის შესახებ ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა