შეგვიძლია თამამად დავინახოთ პანიკის ნიშნები. ეს არ არის ის წასვლა, რაც იყო წინაზე. თვითონ დაინახა რისკები მისთვის. ამ ნაწილში ყნოსვა არ ღალატობს, როგორც ოლიგარქს 90-იანებში, რუსეთში გამოწვრთობილს. რისკებია დიდი და თავისი ჭკუით, ოღონდ აქ უკვე ცდება, თავს იზღვევს, რომ ცუდად თუ წავა საქმე ნახევრად წასული იყოს - "მე არაფერს შუაში არ ვარო". ოღონდ არ ვამბობ, რომ კონტროლზე უარს იძახის, უბრალოდ 20 კაცს თუ ხვდებოდა აქამდე, 2 კაცს შეხვდება და გადაწყვეტს ვინ გაუშვან, ვინ დაიჭირონ.
განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ფორმულას გადაცემაში პოლიტმეტრი. ეს განცხადება მან ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან წავლაზე გააკეთა.