logo
ENG


კალაძე: ივანიშვილი თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების გარანტი გახდა
კახა კალაძე
16 იან, 2021 14:01
კალაძე: ივანიშვილი თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების გარანტი გახდა
  • 759ნახვები

ჩვენი პარტიისთვის, მისი თითოეული წევრისთვის და მხარდამჭერისთვის განსაკუთრებული ემოციებით არის დატვირთული დღევანდელი დღე. ქართული ოცნების იდეის სულისჩამდგმელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია ადამიანზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დროს მოვიდა პოლიტიკაში და შეძლო საზოგადოების კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც ყველა იმედი დაკარგული ჩანდა. ხალხთან ერთად დაამარცხა მოძალადე რეჟიმი და საქართველოში თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების გარანტი გახდა. ამ და შემდგომი დიდი გამარჯვებების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა მას და ჩვენს გუნდს მესამე ვადით გამოგვიცხადა ნდობა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნებით, გამარჯვებულმა დატოვა პოლიტიკა და ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაგვანახა რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის უანგარო მსახურება

ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა