logo
ENG


მდინარაძე: ივანიშვილის წასვლა პარტიიდან და პოლიტიკიდან არის უსერიოზულესი გამოწვევა
  • 891ნახვები

ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან და პოლიტიკიდან, არის უსერიოზულესი გამოწვევა და ამიტომ ვსაუბრობთ სწორედ პოლიტიკური იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე. ეს დანაკლისი ჩვენ უნდა შევავსოთ გაათმაგებული ძალისხმევით, იმიტომ რომ, ერთია ამომრჩეველთან ურთიერთობა, პარტიის გაძლიერება და მეორეა ქვეყნის მართვა. ძალიან სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს ქართულ ოცნებას, მაგრამ ამაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო - პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი.

განაცხადა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარის დროს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი 11 იანვარს დატოვა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა