logo
ENG


თარხნიშვილი: ფაქტია, რომ დღეს ოცნების პოზიცია კიდევ უფრო შესუსტდა
  • 804ნახვები

დამოუკიდებელი ფიგურა ქართულ ოცნებაში ფაქტობრივად არავინ არაა. აქამდე ყოველ შემთხვევაში, ყველანი იყვნენ ბატონი ბიძინას სატელიტები, მარიონეტები, კლოუნები, რაც გინდათ დავარქვათ, მაგრამ არა პოლიტიკური ლიდერები. ფაქტი არის ის, რომ დღეს ქართული ოცნების პოზიცია კიდევ უფრო შესუსტდა იმ ფონზე, რაც გვაქვს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა ძალიან მძიმე კრიზისს განიცდის.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა ლევან თარხნიშვილმა ფორმულანიუსის ეთერში განაცხადა. ცნობისთვის, დღეს, 16 იანვარს, ქართული ოცნების ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. გარდა ამისა, პარტიამ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცაოცნების თავმჯდომარის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა მას შემდეგ წარადგინეს, რაც 11 იანვარს, პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა