logo
ENG


ხოშტარია ნავალნიზე: ესმოდა, რომ დააპატიმრებენ, მაგრამ ეს იყო პუტინის ისტერიკის გაშიშვლება
  • 391ნახვები

ფაქტია, რომ ნავალნიმ მოახერხა ამ სისტემის სისუსტეების ჩვენება და ამ სისტემის რყევა. როცა შენ იღებ და ალაპარაკებ შენს მკვლელობაში მონაწილე პირს, ФСБ-ს, ამ დიდ მონსტრს აშიშვლებ, მან აჩვენა, რომ ამ სისტემაში უძლეველი არაფერია. მისი ჩამოსვლაც, ესმოდა, რომ დააპატიმრებენ, მაგრამ ეს იყო პუტინის ისტერიკის გაშიშვლება. მთელი თვითმფრინავი მოატრიალეს, დასვეს სხვაგან, იმიტომ რომ იქ ელოდებოდა ხალხი. ნავალნი დიდი ხანია ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის და ახერხებს სისტემის რყევას...ახლა რაც გაჩნდა, განსაკუთრებით მკვლელობის მცდელობის შემდეგ არის მისი მკაფიო დაახლოება ლიბერალურ სამყაროსთან, დასავლეთთან. არ ვიცი ეს რითი დამთავრდება, მაგრამ მნიშვნელოვანია და ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, თავგანწირვის მაგალითი...ეს არ არის ხუმრობა რასაც აკეთებს, ეს არის თავგანწირვა

განაცხადა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიაში 5-თვიანი მკურნალობის შემდეგ გუშინ რუსეთში დაბრუნდა და ის აეროპორტშივე დააკავეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა