logo
ENG


ცერცვაძე: ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან ვინმეს მოსწონს?!
  • 360ნახვები

მე შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის, შემსუბუქების მომხრე ვარ და ვნახოთ რა დონეზე არ იქნება ეს ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ერთბაშად მოვხსენით ყველაფერი და ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა იმდენივე გახდა, რამდენიც ნოემბერ-დეკემბერში იყო. ეს ხომ ბუმერანგივით მოგვიბრუნდება უკან და გვაიძულებს, რომ ისევ ჩავკეტოთ ეკონომიკა...

ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან ვინმეს მოსწონს?! ნებისმიერი მთავრობა ხომ მოხარული იქნება მოიგოს ხალხის გული და ხალხისთვის კარგი გააკეთოს. 1% რომ იყოს გარანტია, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნებოდა, დამერწმუნეთ მთავრობა პირველი წავიდოდა ამაზე. განსხვავებით ბატონი ზურაბისგან [ჯაფარიძე], რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და არაფერზე არ აგებს პასუხს, მთავრობა ჩვენთანაც, ევროპაშიც და ამერიკაშიც პასუხს აგებს თავის მოქმედებებზე

ასე გამოეხმაურა პალიტრანიუსის გადაცემაში თენგიზ ცერცვაძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით 24 იანვარს აქცია დააანონსა.



ასევე ნახეთ
close დახურვა