logo
ENG


ხვიჩია: მგონი მელია დამემუქრა, თუ ასეა, პარლამენტს მივმართავ იარაღის ტარების ნებართვაზე
იაგო ხვიჩია
25 იან, 2021 18:55
ხვიჩია: მგონი მელია დამემუქრა, თუ ასეა, პარლამენტს მივმართავ იარაღის ტარების ნებართვაზე
  • 1280ნახვები

ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა სამწუხაროდ. მე მომეჩვენა, რომ მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და თუ ეს მართლა მუქარაა და დაადასტურებს, უნდა მივმართო პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს. მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს, ასეთი ადამიანი არ ვარ. უბრალოდ, რომ არ გამლახოს ვინმემ, ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო.

ამის შესახებ გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ TV პირველი ეთერში განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა