logo
ENG


მდინარაძე: შეზღუდვები არ არის ვინმეს თვითმიზანი, ის იცავს ჯანმრთელობას და ეკონომიკას
  • 683ნახვები

გვესმის, რომ არ არის მარტივი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის შეზღუდვების განხორციელება მათ თავზე ასახული, თუმცა, ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა არ არის ვინმეს თვითმიზანი. არანაირი სხვაგვარი ბენეფიტი არ აქვს შეზღუდვას გარდა იმისა, რომ ის იცავს ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ასევე იცავს ეკონომიკას საბოლოო ჯამში… ჩვენ თუ არასწორი, ნაადრევი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება უკვე მოხსნილი შეზღუდვების კვლავ აღდგენა, რაც კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ქართულ ეკონომიკას და არა მხოლოდ მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცნობისთვის, სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა