logo
ENG


მდინარაძე ოპოზიციაზე: NDI-ი კვლევით ეუბნება, რომ საზოგადოებაში საშენო განწყობა არ არისო
  • 649ნახვები

რეალურად, მეხუთე რაუნდის გასაღები ოპოზიციასთანაა. მათ სურვილზეა დამოკიდებული და მათ მზაობაზე. ქართულმა ოცნებამ თქვა მაქსიმუმი და ჩვენ არ გვივაჭრია, ისინი ვაჭრობენ, მაგრამ როდესაც მესიჯი აქვთ დაზეპირებული და ამბობენ, რომ გაყალბებულია არჩევნები და ლამის რწმენამდე აიყვანეს გაყალბებული არჩევნების რწმენა და ერთმანეთს ამუნათებენ, რომ სხვანაირად არ უნდა ილაპარაკოს არავინ, მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები აღარ არსებობს... NDI-ი დაემატა ბოლოს მტკიცებულებად. საერთაშორისო საზოგადოება, პარტნიორები, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ქართული საზოგადოება და ბოლოს NDI-ი თავის კვლევით, რომელიც ეუბნება, რომ საშენო განწყობა არ არის და ისტორიულ მინიმუმზე დაეცა მათი რეიტინგი. ამის მიუხედავად ვერ მოიშალეს "გაყალბებული არჩევნების" ტერმინის გამო ერთმანეთის დამუნათება

 

ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერში" ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის გამართვის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა