logo
ENG


გაბუნია: ვაქცინების კომერციალიზაციაზე საუბარი არასერიოზულია, ეს მექანიზმი არ მოქმედებს
  • 267ნახვები

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციებისა და სხვა წამყვანი ინსტიტუტების ძალისხმევით, ძალიან მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა სრულად გაკონტროლდეს სახელმწიფოების მიერ და გაკონტროლდეს კოვაქსის პლატფორმების საშუალებით. ეს არის მთავარი წინაპირობა და გარანტია იმისთვის, რომ ყველა ქვეყანამ მიიღოს თანაბრად და მიიღოს ის რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს ვაქცინების კომერციალიზაციაზე საუბარი არასერიოზულია, რადგან ეს მექანიზმი საერთოდ არ მოქმედებს, არარსებული მექანიზმია. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე დღეს ვაქცინას ვერც ერთი ქვეყანა მიიღებს. ამდენად, ჩვენ ამ ეტაპებს მივყვებით. ქვეყანას აქვს ძალიან მკაფიო გეგმა და საკმაოდ დიდი წარმატება იმაში, რომ პირველი დოზები ვაქცინის ქვეყანაში ძალიან მალე შემოვიდეს 

ამის შესახებ იმედის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის კერძო სექტორის მიერ შემოტანის თემის კომენტირებისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა