logo
ENG


უგულავა: პარტიის განახლების პირობა, სამივე ჩვენგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევაა
გიგი უგულავა
12 თებ, 2021 18:55
უგულავა: პარტიის განახლების პირობა, სამივე ჩვენგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევაა
  • 1305ნახვები

პარტიას სჭირდება განახლება. ამ განახლებისთვის მინიმუმ აუცილებელი პირობაა სამივე ჩვენგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია პირველ, აუცილებელ წინაპირობად, იმისთვის, რომ პარტია განახლდეს. თუ არ მოხდება სრული განახლება, მაშინ ვერ ვხედავ განახლების შანსს, რადგან აქ განსხვავებული პოზიციებია. თუ სამიდან ერთს განსხვავებული პოზიცია ექნება, ეს იქნება ძალიან ცუდი. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. იმედს დავიტოვებ, ყრილობამდე არის დრო, რომ ჩემი და დათოს აზრი იქნება გიგას მხრიდან გაზირებული. განახლება შეეხება ჩვენს სამს, ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი. თუ მე ვერ ვიღებ პასუხისმგებლობას, სხვა როგორ აიღებს. 

განაცხადა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა