logo
ENG


მდინარაძე: ღარიბაშვილი გამოკვეთილი კანდიდატი იყო, სხვაზე არ გვიმსჯელია
  • 358ნახვები

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღეს არ გვქონდა დილიდან ორდინალური სიტუაცია და იცით, რომ გუნდის წევრთა უმრავლესობისთვის გიორგი გახარიას გადადგომა იყო მოულოდნელი, ამავდროულად როცა ქვეყანაში სამწუხაროდ არის ისეთი პოლიტიკური ძალა, მეორე - თავისი რეიტინგით და მხარდაჭერით და ცდილობს ეს ძალა რომ შექმნას პოლიტიკური კრიზისი და ქვეყანა ჩაითრიოს ქაოსში, ჩვენ გვმართებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ჩვენ ძალიან მალე, გახარიას გადაწყვეტილებიდან დავიწყეთ ამაზე ფიქრი, და ერთერთი გამოკვეთილი კანდიდატი იყო ღარიბაშვილი. პოლიტსაბჭოს ფორმატშიც მასზე იყო საუბარი, ლიდერები ამაზე იყვნენ ჩამოყალიბებული და სხვა კანდიდატთან დაკავშირებით არ გვიმსჯელია 

 

განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა, ხოლო მმართველმა გუნდმა პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა



ასევე ნახეთ
close დახურვა