logo
ENG


ჯაფარიძე: ღარიბაშვილის ერთადერთი ფუნქცია იყო - ეყვირა "სისხლიანი 9 წელი", ახლაც ასე იქნება
  • 380ნახვები

ღარიბაშვილი იყო ადამიანი, რომლის ერთადერთი ფუნქცია იყო, რომ უნდა ეყვირა, რაც შეიძლება ხშირად სისხლიანი 9 წელი და უნდა ელანძღა ნაციონალური მოძრაობა. ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ ეს ადამიანი პრემიერობის დროს პოლიტიკურად გაიზარდა ან დაიხვეწა პრემიერობის დროს. ერთადერთი ფუნქცია, რომელიც მას შეიძლება ახლა ჰქონდეს ისევ ეს არის...

ძალიან ჩქარობენ, ღარიბაშვილის წარდგენაც დაჩქარებული იყო და მთელი პროცედურები პარლამენტშიც დაჩქარებული იქნება. ეს იქნება 2-3 დღის ამბავი. მერე უკვე ღარიბაშვილის გადასაწყვეტი იქნება რას შვება კონკრეტულად მელიასთან მიმართება. არ მჯერა, რომ დამტკიცებდა ვინმე აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და მიიღებს გადაწყვეტილებას მელიაზე...

ღარიბაშვილთან მიმართებაში საერთოდ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. ეს ადამიანი ეკონომიკური თვალსაზრისით არის სრულიად სტერილური. არაფერი არ ესმის საერთოდ.

განაცხადა გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა, ხოლო მმართველმა გუნდმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა

 



ასევე ნახეთ
close დახურვა