logo
ENG


კახაძე: უნდა გენახათ, ღარიბაშვილის წარდგენისას უმრავლესობაში რა ემოციური ამოფრქვევა იყო
ლადო კახაძე
19 თებ, 2021 11:22
კახაძე: უნდა გენახათ, ღარიბაშვილის წარდგენისას უმრავლესობაში რა ემოციური ამოფრქვევა იყო
  • 15307ნახვები

ირაკლი კობახიძეს დიდი მადლობა. ირაკლიმ, როგორც პარტიის ხელმძღვანელმა, ზუსტი აქცენტი გააკეთა და პოლიტსაბჭოზე, მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, პირდაპირ ირაკლიმ როგორც კი დაიწყო და დამთავრდა - მეტი მეორე კანდიდატი არ არის საჭიროო პოლიტბიუროს წევრებს უთქვამთ. როდესაც უმრავლესობის წევრებს წარუდგინა (ღარიბაშვილი) შენ უნდა გენახა რა ოვაცია, რა კარგი ემოციური ამოფრქვევა იყო ირაკლის დასახელებაზე. მერე რეგიონებში მოიარა და აბსოლუტურად ყველა დადებითად შეხვდა. გუნდის მობილიზაციისთვის ეს შეჯანჯღარება გამოდგა კარგი. დროულად მოხდა ყველაფერი ეს

ამის შესახებ ფორმულას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ განუცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა