logo
ENG


კახაძე: დაამტკიცეთ არჩევნების გაყალბება, თუ გული გულობს, ფარაონის სიკვდილის მიზეზს ადგენენ
ლადო კახაძე
19 თებ, 2021 14:36
კახაძე: დაამტკიცეთ არჩევნების გაყალბება, თუ გული გულობს, ფარაონის სიკვდილის მიზეზს ადგენენ
  • 1289ნახვები

ჩვენ დღესაც დიალოგის მომხრენი ვართ. ვეუბნებით, აგერ ბატონო მაგიდა, დასხედით და არჩევნებზე რომ გაიძახით გაყალბდაო, დაამტკიცეთ. გვეუბნებიან, როგორ, ფაქტებიო... ბიჭოო, ვეუბნები, თუ გული გულობს, ფარაონების სიკვდილის მიზეზს ადგენენ 3 000 წლის წინ და შენ რატომ არ გინდა სამართლებრივი გზით იარო? იციან ერთი რამე, პოლიტიკურ ველზე ერთმა პარტიამ, მე ამ პარტიას დესტრუქტორ პარტიას ვეძახი, მთლიანად შთანთქა ოპოზიციური ველი. ჩვენ გვინდოდა, ოპოზიციაში გამოჩენილიყვნენ ახალი ძალები და 8 პარტიას გავუღეთ კარები, მაგრამ იმათ თავის მომავალზე უარი თქვეს და მთლიანად შეერთნენ ნაციონალურ მოძრაობასთან

ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ლადო კახაძემ ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა