logo
ENG


უგულავა: ღარიბაშვილი იყო ივანიშვილის პირველი და იქნება მისი უკანასკნელი პრემიერმინისტრი
გიგი უგულავა
19 თებ, 2021 17:51
უგულავა: ღარიბაშვილი იყო ივანიშვილის პირველი და იქნება მისი უკანასკნელი პრემიერმინისტრი
  • 325ნახვები

დიდად შეიძლება არ ბრწყინავდნენ ივანიშვილის მიერ დასმული პრემიერმინისტრები, მაგრამ ღარიბაშვილი მაინც გამორჩეულია თავისი მონათა კოჰორტაში, გამორჩეულია თავისი უტიფრობით, თავის გაუნათლებლობით, გამორჩეულია თავისი მლიქვნელობით. რა თქმა უნდა მისი დანიშვნა ასოცირდება ოპოზიციასთან და განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანების დევნასთან. მაგრამ ღარიბაშვილს ამ რაღაც ძლევამოსილი, პირსისხლიანის თვისებებს ნუ მივანიჭებთ, პირადად ჩემთვის ის არის ძალიან კომიკური ფიგურა.

მოგეხსენებათ კომიზმი და ტრაგიზმი არის ახლოს ერთმანეთთან. ტრაგიკომედიას ვუყურებთ, როდესაც ღარიბაშვილს დაბრუნებულს ვხედავთ. ტრაგიზმი მდგომარეობს პირველ რიგში ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ ღარიბაშვილი იყო მისი პირველი და იქნება მისი უკანასკნელი პრემიერმინისტრი. ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობასთან ერთად ივანიშვილი დაასრულებს ამ ქვეყანაში ბატონობას

განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ ფორმულას გადაცემაში კომენტარი. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, ხოლო მმართველმა გუნდმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა

 



ასევე ნახეთ
close დახურვა