logo
ENG


გამყრელიძე: იმედი მაქვს, რომ მარტის პირველ 2 კვირაში ქვეყანა ვაქცინაციას დაიწყებს
  • 1066ნახვები

ამ ეტაპზე, 2 ტიპის ვაქცინაზეა საუბარი - ეს არის ფაიზერის, რომელიც არის ლიმიტირებული და რომელზეც შეთანხმება და დასტურია, რომ აძლევენ საქართველოს დაახლოებით 29 250 დოზას; მეორე - ძირითადი მიმართულება ასტრაზენეკაა. მუშაობა მიმდინარეობს კოვაქს პლატფორმიდან ასტრაზენეკას ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. აქაც დასტურია, რომ მარტის შუა რიცხვებში სადღაც 180 000-დან 300 000 დოზამდე გადმოგვეცემა პირველ ეტაპზე...

მოგეხსენებათ, ასტრაზენეკას რამდენიმე დიდი მწარმოებლისთვის აქვს ლიცენზია მიცემული. ეს არის სამხრეთ კორეის ერთ-ერთი დიდი კომპანია, ასევე ყველაზე დიდი მწარმოებელი ვაქცინის სერომის ინსტიტუტი და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უკვე კონტრაქტი ფორმდება ასტრაზენეკას ლიცენზირებული ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. ეს სამი, რაც დაგისახელეთ, კონკრეტული გადაწყვეტილი მიღების გზებია, რომელსაც ქვეყანა დიდი ალბათობით მიიღებს. შესაძლებელია, იყოს ეს თებერვლის ბოლო დღეები, მარტის 10 რიცხვამდე. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც მარტის პირველ ორ კვირაში ქვეყანა ვაქცინაციას დაიწყებს

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა