logo
ENG


ღარიბაშვილი: გვსაყვედურობენ, სასამართლოს კლანი მართავსო, სააკაშვილის დროს არ ამბობდნენ
  • 235ნახვები

არაერთი წარმატებული რეფორმა განვახორციელეთ. მოვახდინეთ სრული დეპოლიტიზირება ჩვენი მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტების - პოლიციის, ჯარის, სასამართლოსი. დღეს გვსაყვედურობენ, რომ თურმე სასამართლო იმართება კლანის მიერ. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. კარგად ვიცით, რომ რა ვითარებაში იმართებოდა სასამართლო სააკაშვილის დროს. სამწუხაროდ ასეთი შენიშვნები და განცხადებები მე არ მომისმენია, მათ შორის არც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ვაფასებთ მათ რჩევებს და რეკომენდაციებს და ბუნებრივია მათ გავითვალისწინებთ

განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა