logo
ENG


კახაძე ღარიბაშვილს: გთხოვთ, სასმელი წყლის ათვისების სახელმწიფო პროგრამას ჩაუდგეთ სათავეში
ლადო კახაძე
22 თებ, 2021 17:53
კახაძე ღარიბაშვილს: გთხოვთ, სასმელი წყლის ათვისების სახელმწიფო პროგრამას ჩაუდგეთ სათავეში
  • 579ნახვები

ყველა ქვეყანას აქვს ორი პოტენციალი — ინტელექტუალური და მატერიალური. ყველაზე სწორი არის, როდესაც ეს ორი პოტენციალი ერთმანეთს კარგად შეავსებს და კარგად გამოიყენებს — ინტელექტი თავის მატერიალურ რესურსს. ინტელექტუალური პოტენციალი საქართველოს ძვირადღირებული აქვს - ჭკვიანი ადამიანებითა და გონიერი ადამიანებით სავსე გახლავთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რესურსები მწირი, ჩვენდა სამწუხაროდ, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთი სტრატეგიულზე სტრატეგიული რესურსი, რომლითაც მთელ მსოფლიოს გამოვედრებით და ამ მსოფლიოს, რომელსაც დაუდგება ეს კრიზისი, ჩვენ ამ მსოფლიოს გავაჯერებთ და დავეხმარებით იქით. ბატონო ირაკლი, მე ძალიან გთხოვთ, რომ თქვენ ამ პოტენციალის ათვისების სახელმწიფო პროგრამას ჩაუდგეთ სათავეში და ეს საკითხი იმ დიდებულ ადამიანებთან ერთად, რომლის ერთ ჯარისკაცად მეც მიგულეთ, მათ შუამავლად და თქვენთან ერთად ამ საკითხის წამოწევა წინა პლანზე ჩვენ, როგორც მატერიალურ რესურსს შეგვძენს, ასევე უსაფრთხოებისა და ინტერესის სფეროს გახდის მთელი მსოფლიოსთვის, ისინი ჩვენ გაგვიფრთხილდებიან, რამეთუ, იმ წყაროს მივცემთ მათ, რომელიც ასე საჭიროა სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტში განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა