logo

კალაძე მელიას დაკავებაზე: რადიკალიზმი და რადიკალიზაცია უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში
კახა კალაძე
23 თებ, 2021 11:52
კალაძე მელიას დაკავებაზე: რადიკალიზმი და რადიკალიზაცია უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში
  • 163ნახვები

საბედნიეროდ, ნიკა მელიას აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ, ოკუპაციის ასი წლის თავზეც გვაჩვენა, რომ ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.

ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა