logo
ENG


სააკაშვილი ოცნებას: ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით
  • 335ნახვები

მინდა მივესალმო იმ ხალხს, ვინც დღეს შეიკრიბა თბილისში კანცელარიასთან. მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია - ამაში ვარ დარწმუნებული გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით. ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით კიდევ, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში!

ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ახლა არის მთავარი მობილიზაცია მთელს საქართველოში, ფრონტის გაშლა, შეტევა,  შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა! ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმსა და ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა