logo
ENG


მიშელი ხურევალეთში: ადგილობრივებს ვეუბნები, თქვენ არ ხართ მარტო, ევროპა მშვიდობის ერთგულია
შარლ მიშელი
01 მარ, 2021 13:47
მიშელი ხურევალეთში: ადგილობრივებს ვეუბნები, თქვენ არ ხართ მარტო, ევროპა მშვიდობის ერთგულია
  • 366ნახვები

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩემი თვალით მენახა სიტუაცია და ამიტომაც ვარ აქ. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სუვერენიტეტსა და ასევე, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის როლი ადგილზე, რათა შენარჩუნდეს, რაც შეიძლება მეტი სტაბილურობა. 

ჩვენ ვიცით, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსური, ძალიან რთულია ადგილობრივებისთვის, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მათ ვუთხრა, რომ თქვენ არ ხართ მარტო, ევროპა არის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული. [...] 

დღეს ჩემი ვიზიტი აქ არის აქტი იმისა, გამოვხატო ევროკავშირის მხარდაჭერა სტაბილურობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. 

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთში ისაუბრა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა