logo
ENG


შარლ მიშელი: რეფორმები საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ, საქართველოს მოსახლეობისთვის
შარლ მიშელი
01 მარ, 2021 13:51
შარლ მიშელი: რეფორმები საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ, საქართველოს მოსახლეობისთვის
  • 323ნახვები

დღეს დილით გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს. შუადღისთვის მაქვს სხვა პოლიტიკური შეხვედრები, სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებთან, რათა გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსთან. 

ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია განვახორციელოთ ის რეფორმები, რაც გვჭირდება არა ევროპისთვის, არამედ, რაც საჭიროა საქართველოს მოსახლეობისთვის, ესაა კანონის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე მნიშვნელოვანია ამბიციური ეკონომიკური პროგრამის განხორციელება.

კორონავირუსი დიდი გამოწვევაა, როგორც ევროპაში, ისევე ყველგან, მსოფლიოში. ჩვენ ვითამაშებთ მნიშვნელოვან როლს ვაქცინაციის პროცესშიც, რათა ვაჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთში ისაუბრა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა