logo
ENG


ვოლსკი: თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე მოდიხარ ულტიმატუმით, არანაირი მოლაპარაკება შედგება
გია ვოლსკი
01 მარ, 2021 19:33
ვოლსკი: თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე მოდიხარ ულტიმატუმით, არანაირი მოლაპარაკება შედგება
  • 3401ნახვები

სტაბილურობა ქვეყნის არის 27 სახელმწიფოს ინტერესი, არის ამერიკის შეერთებული შტატები. რეალურად, რეგიონსა და მსოფლიოში ძალიან საშიში პროცესები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ევროკავშირს ექნება კონკრეტული შემოთავაზება, მაგრამ თუ კი მოლაპარაკებების მაგიდაზე მოდიხარ ულტიმატუმით, არანაირი მოლაპარაკება შედგება. მოთხოვნაა განმეორებითი არჩევნები, ვინაიდან სააკაშვილს არ მოეწონა ამ არჩევნების შედეგები, ეს არის ულტიმატუმი. გაცილებით უფრო დახვეწილია წინადადება, რომელიც გულისხმობს, რომ ოპოზიციის ხელმძღვანელობით შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი. ამ პოზიციებით მისვლა მოლაპარაკებების მაგიდაზე უმრავლესობისთვის უფრო კომფორტულია, ვიდრე ულტმატუმების ენით მოსაუბრე ოპოზიციისთვის

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა