logo
ENG


ხაზარაძე: მადლობა ბატონ მიშელს, მოლაპარაკების ხარისხმა ძალიან მაღალ ნიშნულზე აიწია
  • 796ნახვები

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მიშელს ამ ინიციატივისთვის. მოლაპარაკების ხარისხმა და დონემ აიწია ძალიან მაღალ ნიშნულზე. ეს არის ძალიან პოზიტიური, დაიწყო მედიაციის პროცესი. ვადაც განსაზღვრულია, რომ ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რათა შეთანხმება მოხდეს იმ პირობებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია აყენებს. ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიტვირთოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები

ეს განცხადება ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში შესვლის წინ განაცხადა, სადაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის მედიაციით შეხვედრა უნდა გაიმართოს.



ასევე ნახეთ
close დახურვა