logo
ENG


მიშელი: საქართველოსა და EU-ს ურთიერთობების გაღრმავების გასაღები პოლიტკრიზისის მოგვარებაა
შარლ მიშელი
02 მარ, 2021 00:29
მიშელი: საქართველოსა და EU-ს ურთიერთობების გაღრმავების გასაღები პოლიტკრიზისის მოგვარებაა
  • 381ნახვები

საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარების, გაღრმავების გასაღები ამ პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რეალობა იყოს, რომ საარჩევნო რეფორმა გატარდეს. ეს ძალზედ რთული საკითხებია, მნიშნველოვანია, რომ ასოცირების შეთანხმება ძლიერი ინსტრუმენტია ვითარების გასაუმჯობესებლად და ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ. 

ყურადღებით ვუსმინე ყველა პოზიციას, დავდე გარკვეული ელემენტები დიალოგის მაგიდაზე, ეს კარგი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. გულუბრყვილო არ ვარ, ეს რთული ვითარებაა. ეს ნიშნავს, რომ ყველა მხარემ მომდევნო დღეებში, კვირებში უნდა იმუშაოს პროგრესის მისაღწევად. ორ კვირაში ვნახავთ, სად ვართ და არის თუ არა პროგრესი. პოლიტიკური კრიზისისას, როდესაც ვითარება ასეთი კომპლექსურია, მნიშნველოვანია მზადყოფნა იმისთვის, რომ ინოვატორულები ვიყოთ, რათა ვიპოვოთ საერთო, გარკვეული პოლიტიკური ინოვაცია არის ის, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას გამოსავლის პოვნისთვის.

განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მისივე მედიაციით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა