logo
ENG


ღარიბაშვილი: პატივია უწმინდესთან შეხვედრა, სრული მხარდაჭერა აღვუთქვი ეკლესიას
  • 2229ნახვები

ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, ჩვენი დიდი მოკრძალება და სიყვარული პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის მიმართ. არნახული ცილისწამებების კასკადი მოვისმინეთ, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, არის ანტისახელმწიფოებრივი და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს. მე როგორც მთავრობის მეთაურმა, სრული მხარდაჭერა გვერდში დგომა აღვუქვი ეკლესიას და დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, დილით საპატრიარქოში მივიდა და პოლიტიკური განცხადებები მედიასთან პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.



ასევე ნახეთ
close დახურვა