logo
ENG


იმნაძე: [ვაქცინაციის] დაწყება არ არის მთავარი, მთავარი დამთავრებაა
პაატა იმნაძე
02 მარ, 2021 22:32
იმნაძე: [ვაქცინაციის] დაწყება არ არის მთავარი, მთავარი დამთავრებაა
  • 1070ნახვები

რამდენი პროცენტია აცრილი, ამით იანგარიშება, მოცვა რამდენია, თორემ დაწყებით, შეიძლება, ვიღაცამ 100 დოზა გააკეთოს. დაწყება არ არის მთავარი, მთავარი დამთავრებაა. დამთავრება, რეალურად, ისრაელს აქვს, რომელმაც 90% აცრა უკვე და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, რომელსაც 60% აქვს უკვე მოცვა. აშშ-ს აქვს 22%, დიდ ბრიტანეთს - 30% და მთლიანად ევროკავშირს - 7%. 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ფორმულას გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა