logo
ENG


თურნავა: უცხოელი ინვესტორის მიმართ ჰომოფობიური და ქსენოფობიური რიტორიკაა
  • 1064ნახვები

იკვეთება, რომ ნამახვანის ირგვლივ კრიტიკა შეიძლება, დავყოთ სამ ბლოკად. პირველი ნაწილი ეს არის, ზოგადად, უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ, ე.წ. არა ჰესებს. მეორე ნაწილი, ეს არის, მე ვიტყოდი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური უცხოური ინვესტორის მიმართ და წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა; მესამე ნაწილი არის უფრო საქმიანი, კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც შეეხება კონკრეტულად პროექტის დეტალებს, კვლევებს, ხელშეკრულებას და ა.შ. აქ შეკრებილია საზოგადოება, ბევრი მოწვეული სტუმარი, ჩვენი ტრადიციული კრიტიკოსები, აბსოლუტურად ღია ვართ ამ კრიტიკის მიმართ და მზად ვართ ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი, მაგრამ ამ სამი ბლოკიდან რა რაკურსშიც მიმდინარეობს კრიტიკა, იზიარებენ თუ არა ისინი პირველ ორს -  საერთოდ "არა ჰესებს" და იზიარებენ თუ არა ისინი, რომ აი, იმ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებს, რაც ჩვენ და ამის მაგალითები მოგვეპოვება, გვესმის ამ უცხოელი ინვესტორის მიმართ

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნამახვან ჰესზე საუბრისას განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა