logo
ENG


ბორელი: პრემიერისგან თანამშრომლობისთვის მზაობა დავინახეთ, იგივეა საჭირო ოპოზიციისგანაც
ჯოზეფ ბორელი
16 მარ, 2021 18:08
ბორელი: პრემიერისგან თანამშრომლობისთვის მზაობა დავინახეთ, იგივეა საჭირო ოპოზიციისგანაც
  • 1586ნახვები

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ აჩვენოს ინკლუზიური ლიდერობა. მინდა ხაზი გავუსვა, პრემიერმინისტრის აქ ყოფნის პარალელურად, რომ მმართველ პარტიას  და ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რათა პროცესი წინ წავიდეს. ასევე საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირება არ უწყობს ხელს დემოკრატიის მუშაობას და პოლიტიკურ პლურალიზმს.

პარლამენტის ბოიკოტი არ არის გამოსავალი, პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით. ყველა პარტიამ და პოლიტიკურმა აქტორმა საქართველოში არსებული სიტუაციის უფრო ფართო შედეგები უნდა გაითვალისწინოს, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, პრიორიტეტად ქართველი ხალხის ინტერესი დაისახონ და გამონახონ კომპრომისი. 

სამწუხაროდ, შეთანხმება ამ დრომდე არ შემდგარა, თუმცა პრემიერმინისტრთან საუბრის დროს ჩვენთვის გასაგები გახდა, რომ ის მყარად ერთგულებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას და პროგრესს. იგივე ქმედებებია საჭირო ოპოზიციის მხრიდანაც. 

ქრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს, იმ საკითხების ფარგლებში, რაზეც ვისაუბრეთ და რასაკვირველია, როგორც არსებული სიტუაცია მოითხოვს, ორივე მხარის კომპრომისი იქნება საჭირო, რათა ყველა მხარისთვის მისაღები შედეგი მივიღოთ. 

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მიმართულებების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრესასთან განცხადებას აკეთებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა