logo
ENG


იმნაძე: ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო ვაქცინის, არამედ ფუტკრის, ბზიკის ნაკბენის
პაატა იმნაძე
18 მარ, 2021 21:22
იმნაძე: ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო ვაქცინის, არამედ ფუტკრის, ბზიკის ნაკბენის
  • 886ნახვები

ყველაზე მთავარი დღეს ჩვენთვის ის არის, რომ ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად. მეორეა ის, რომ სამწუხაროდ, ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო ნებისმიერი წამლის ან ნებისმიერი ვაქცინის, არამედ ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო ისეთი ვთქვათ, როგორიც არის ფუტკრის ნაკბენი ან ბზიკის ნაკბენი.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ახალციხეში მომხდარ ფაქტზე საუბრისას, რა დროსაც 27 წლის ექთნის მდგომარეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ დამძიმდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.



ასევე ნახეთ
close დახურვა