logo
ENG


ჯაფარიძე: ქართული ოცნების პრეტენზიები იყო ამოუწურავი, დოკუმენტი რამდენჯერმე გაფუჭდა
  • 2551ნახვები

მოლაპარაკებების პროცესი არცერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს მთელი ამ დღეების განმავლობაში რომ დაედოთ რაიმე დოკუმენტი, რომელზეც ქართულო ოცნების მხრიდან იქნებოდა თანხმობა. მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში მოხდა ის რაც მოხდა და დასრულდა ეს მოლაპარაკებები. არ მჯერა, რომ ქართულ ოცნებას, ამ ხალხს არ ესმის რას ნიშნავს ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთის ამ პროცესზე. არ ესმით რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხიმგებლობა და საკუთარი და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორის პინაზე. ერთადერთი ახსნა ამ ყველაფერს აქვს ის, რომ ამ ხალხს ფეხზე ჰკიდია ევროკავშირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის...

დოკუმენტი რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა. ჩვენთვის ამოუხსნელი იყო რატომ ხდებოდა ეს, მაგრამ ცხადი გახდა, რომ ქართული ოცნება არ თანხმდებოდა არაფერზე

განაცხადა გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიცია-ქართულ ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ. მხარეებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

 
 
 


ასევე ნახეთ
close დახურვა