logo
ENG


წულუკიანი გახარიაზე: არ მინდა ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-თქო
  • 2478ნახვები

იმედი მქონდა, რომ გახარია არ წავიდოდა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე პრემიერი ვიყავი. ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდა, რომ ვთქვა ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-თქო, მაგრამ გამიკვირდა. ჯობდა არ წასულიყო, ეს შემობრუნება ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს. თუ შემობრუნდა, ის ჩვენი ოპოზიცია იქნება, შესაბამისად, ჩვენ ოპონირება მოგვიწევს. ეს ერთის მხრივ, საინტერესო იქნება, ვერ ვიტყვი, რომ ეს ოცნებისთვის საზიანო იქნება. ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ იქნება. თუმცა გუნდში, ვინც პარლამენტში ვნახე, ყველა გაკვირვებული იყო. თუმცა წარმატებას ვუსურვებ

ასე გამოეხმაურა იმედის ეთერში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა